| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "ყაზტრანსგაზ თბილისის" გაყიდვის თემა ისევ გაყინულ მდგომარეობაშია", - ამის შესახებ საქართველოში ყაზახეთის ელჩი აცხადებს.
ერმუხამედ ერტისბაევმა საკითხზე "სპუტნიკ საქართველოსთან" ისაუბრა, აღნიშნა, რომ
ყაზახურ მხარეს კომპანიაში თითქმის 160 მილიონი აშშ დოლარი აქვს ჩადებული, რაც დიდი ფულია და "ყაზახეთს სრული უფლება აქვს დაბანდებული ფულის ნაწილი მაინც დაიბრუნოს".
"მოლაპარაკებები გაიწელა, შარშან ყაზახური მხარე ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოშიც კი აპირებდა სარჩელის შეტანას. მე, როგორც ელჩს, ეს არ მინდა, რადგან თუ ჩვენი ქვეყნები საქმეების გარჩევას სასამართლოებში დაიწყებენ, ეს ორმხრივ ურთიერთობებს არ გაამყარებს. ეს КазМунайГаз-ის საკითხია, ამ მიმართულებით ისინი გააგრძელებენ მუშაობას", - განაცხადა დიპლომატმა და აღნიშნა, რომ მას როგორც ელჩს, გარდა იმისა, რომ სურს, ყაზახეთმა თავისი ფულის ნაწილი დაიბრუნოს, იმითაც დაინტერესებულია, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები გამყარდეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss