ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ყაზახ მილიონერ ალექსანდრე ბელოვიჩს საქართველოში სასტუმროს აშენება სურს
13 თებერვალი, 2017, 18:43
ყაზახ მილიონერ ალექსანდრე ბელოვიჩს საქართველოში სასტუმროს აშენება სურს

თბილისი (GBC) - ყაზახი დეველოპერი, კორპორაცია „ბაზისის“ დამფუძნებელი და ყაზახური Forbes -ის მიერ 50 ყველაზე გავლენიან პირს შორის დასახელებული, ალექსანდრე ბელოვიჩი საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა.

ამის შესახებ ყაზახეთის ელჩმა საქართველოში ერმუჰამედ ერტისბაევმა „სპუტნიკ-საქართველოს“ განუცხადა.

ელჩმა აღნიშნა, რომ ყაზახ ბიზნესმენებს საქართველოში სასტუმროების აშენება აინტერესებთ. 

„ბევრი ბიზნესმენი მიკავშირდება, აიტერესებთ სად შეიძლება სასტუმროს ასაშენებლად მიწის შეძენა.  ვესაუბრე ყაზახეთის უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ბელოვიჩს. ის ძალიან ბევრს აშენებს ასტანაში, ალმა-ატაში. საცხოვრებელ სახლებს, დიდ შენობებს, სასტუმროებს. იგი მალე ჩამოვა საქართველოში ბაზრის შესწავლის მიზნით“, - განაცხადა ელჩმა, აღნიშნა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ეკონომიკაშიც ყაზახეთმა ინვესტიციები ჩადო.  

დიპლომატი მიიჩნევს, რომ საქართველოში თანხის დაბანდება რენტაბელურია.

„ერთი მხრივ, საქართველოში ფულის დაბანდება რენტაბელურია. დავუშვათ, ლიკანში სასტუმრო ავაშენეთ, რომლის დიდი წილი КазМунайГаз-ს ეკუთვნის. შეგვიძლია გავყიდოთ ეს სასტუმრო და მოგებაშიც ვიქნებით. ან მაგალითად, ბათუმის პორტი, სადაც ტერმინალები გვაქვს. მაგრამ არარენტაბელური პროექტებიც არსებობს, მაგალითად, „ყაზტრანსგაზი“. ინვესტიცია იმ დროს განვახორციელეთ, როდესაც დოლარისა და ნავთობის ბუმი იყო — 2000 წლიდან 2010 წლამდე. ყოველწლიურად 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა და დიდი მოგებაც მივიღეთ. შემდეგ თბილისსა და ბათუმში სასტუმრო Radisson-ი აშენდა", - აღნიშნა ელჩმა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები