| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Colliers International Georgia ახალ კვლევაში საქართველოში მომხმარებლის შოპინგის ჩვევის ცვლილებაზე აცხადებს.
კომპანია 2016 წელს აანალიზებს და მიიჩნევს, რომ სავაჭრო ცენტრებმა, რომელთა გახსნა სულ უფრო მზარდია, მომხმარებელთა ჩვევა შეცვალა- ერთიანი, კომფორტული სივრცე, მრავალფეროვანი არჩევანით მყიდველებისთვის კომფორტულია და ამ სახის ცენტრებიც პოპულარული გახდა. სწორედ ამიტომ საერთაშორისო ბრენდების უმრავლესობაც მაღაზიებს სავაჭრო ცენტრებში ხსნის.
„ქუჩის რითეილი კარგავს აქტუალობას შოპინგისთვის და სხვა პროფილით ვითარდება“, - მიიჩნევს Colliers.
კვლევაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის მეორე ნახევარში სავაჭრო ცენტრების მიწოდება 10%-ით გაიზარდა, ხოლო მომავალი 6 თვეში კიდევ 110 000 კვ.მ შეემატება თბილისს, ეს კი, 43%-იან ზრდას ნიშნავს. მზარდია მოთხოვნაც, რაზეც ცენტრების დატვირთულობა მეტყველებს.
Colliers-ის მონაცემებით, 2016 წელს ჯამურად 30,000 კვმ.მ. ფართი გაქირავდა. აქედან 33% საყოფაცხოვრებო საქონლისა და ავეჯის მომწოდებელ კომპანიებზე მოდის.
ქართულ ბაზარზე შემოვიდა რამდენიმე საერთაშორისო ბრენდი (Bricorama, JYSK), ხოლო არსებულმა კომპანიებმა გააფართოვეს მაღაზიათა ქსელი (Super).
კომერციულად აქტიურ ქუჩებზე (პეკინის ქუჩა, რუსთაველის, ჭავჭავაძის და აღმაშენებლის გამზირები) ძირითადი მოთხოვნაა: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (45%), მომსახურების სფერო (21%) და კვების ობიექტები (20%).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss