| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – „გუდვილმა“თავისუფლების მოედანზე მშენებარე სავაჭრო ცენტრში „გალერეა თბილისი“ განთავსებაზე განაცხადა.
გაფართოება მიმდინარე რებრენდინგის ნაწილია, რაც განახლებული დიზაინით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ჰიპერმარკეტის სტატუსით პოზიციონირებას გულისხმობს.
გათვალისწინებულია კატეგორიების ახალ, ევროპულ სტანდარტებზე გადაწყობა. იზრდება პრომო–ზონები, გასტრონომიული და ხილ-ბოსტნის კატეგორიები, იქნება უფრო ოპტიმალური და თანამედროვე ჰიპერმარკეტი, რომელიც, პირველ რიგში, მომხმარებლის მაქსიმალურად კომფორტულ შესყიდვებს მოემსახურება.
განახლებული გუდვილი სრული სერვისით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე იქნება პრეზენტირებული.
ამ დროისათვის მიმდინარეობს დიდი დიღმის ფილიალის განახლება/რემონტი.ადმინისტრაცია ბოდიშს უხდის მომხმარებელს დროებით შექმნილი დისკომფორტისთვის.
განახლების პროცესი 2016 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, ახალი კონცეფციით ჯერ ქავთარაძის #1 მდებარე გუდვილის სუპერმარკეტი მოეწყო, შემდეგ ვაკის, ასევე ობიექტი „აქვე“ -კაფეს სახით.
სს გუდვილი ქართულ საცალო სფეროში 12 წელია ოპერირებს და ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას წარმოადგენს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss