ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სახელმწიფო შესყიდვებში სატენდერო კომისიის წევრებს სანქციები შეუმსუბუქდებათ
ნინო შუბითიძე  
13 თებერვალი, 2017, 15:13
სახელმწიფო შესყიდვებში სატენდერო კომისიის წევრებს სანქციები შეუმსუბუქდებათ

თბილისი (GBC) –    სახელმწიფო შესყიდვებში  ცვლილებები,  სატენდერო კომისიის წევრების  სანქცირების შემსუბუქებასაც ითვალისწინებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს უფლებამოსილებაგადაცდომილი  საჯარო მოხელეების    დიდი ნაწილი დაუჯარიმებელია, რადგან  საჯარიმო თანხა მის ხელფასს ხშირად 2-3-ჯერ აღემატება. ამიტომ სააგენტოს  ადმინისტრაციული  ოქმის  შემდეგ სამართლებრივ წარმოებაში  გადასული საქმე   ხშირად ჯარიმის აცდენით და გაფრთხილებით შემოიფარგლება.  სანქცირების ახალი სქემა   დიფერენცირებულ ჯარიმებს გაითვალისწინებს,  პირველ შემთხვევაზე გაფრთხილებით შემოიფარგლება  და განმეორების შემთხვევაში გამკაცრდება, თუმცა 1 500 ₾-ზე ნაკლები იქნება.

2016 წელს   გადაცდომისთვის 200-ზე მეტი პირია მხილებული.

ჯარიმის  შემცირების პარალელურად იზრდება  სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების მინიმალური  3-დღიანი პერიოდი - 7 დღემდე,  და  5 000 ლარიდან შესყიდვებზე ვადის მიხედვით 10-20 – 30 დღე (მილიონიან ტენდერზე) განისაზღვრება.  მოიშლება 5 000 და 200 000 -იანი ზღვარი და არსებული რეჟიმი  3 დღიანი და 20-დღიანი.

შესყიდვების სააგენტო გამარტივებული  შესყიდვების წილის შემცირებაზეც მუშაობს, კონკურენციის ზრდის სტიმულირებისთვის.

ამასთან, გაზაფხულიდან  სისტემაში TOP-მიმწოდებლის სია გამოჩნდება, რომელთა დაწინაურდება სუბიექტური კრიტერიუმების სიმრავლის  მიხედვით,  მაღალი ნდობას ნიშნავს, რაიმე  იმუნიტეტით პრივილეგიას და არ გამორიცხავს შემსყიდველისთვის  სისტემის გარეთ  არსებული კომპანიის შეთავაზებას.

ამ დროისთვის, კომპანიების შავი და თეთრი სია არსებობს, სადაც წარმატებული თუ დამრღვევი, 1 წლის განმავლობაში ხვდება და   ყოველ წელს ახლდება, შედეგების მიხედვით. თეთრი  სიის ბენეფიციარს გარკვეული ბენეფიტები-  აქვს საბანკო გარანტია უნახევრდება, საკვალიფიკაციო დოკუმენტების წარდგენა არ მოეთხოვება და ა.შ.

სააგენტოს ცნობით, 2016 წელს 37 961 ტენდერი ჩატარდა,  3.9 მლრდ-ის შესყიდვები (2015 – 3.2 მლრდ) განხორციელდა. სააგენტო მუშაობს ცვლილებებზე, კონკურენციის გაზრდის და ტენდერების გადადება-ჩაშლის პრევენციისთვის. მიზანია მოიცვას  ყველა  შემსყიდველი ორგანიზაცია, სულ  4 451 სუბიექტია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები