ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
PSP-მ ზამთრის სეზონის წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულები გამოავლინა
10 თებერვალი, 2017, 15:22
PSP-მ ზამთრის სეზონის წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულები გამოავლინა

თბილისი (GBC) - PSP-მ ზამთრის სეზონის წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულები გამოავლინა.

2000 ლარიანი ხელფასის მფლობელი დუშეთის მკვიდრი ხატია ვარსიმაშვილი გახდა; ახალი  GLA კლასის მერსედესი ლანჩხუთელმა ელგუჯა ბურძგლამ მოიგო; კვარიათელ გულთამზე დავითაძეს კი “PSP“ გარემონტებულ ბინას გადასცემს. ბინა  „m²-მა“ ააშენა და გამარჯვებულს ცენტრალური გათბობით, სამზარეულოთი და კეთილმოწყობილი აბაზანით ჩაბარდება. 

როგორც ცნობილია, PSP-მ მოხმარებელს გათამაშებაში ჩართვის უპრეცედენტო პირობა შესთავაზა. ყოველ დახარჯულ 10 ლარზე მომხმარებელი გათამაშების ერთ ბილეთს იღებდა. ზამთრის სეზონისათვის რეკორდული რაოდენობით ბილეთები იღებდა მონაწილეობას.

„ჩვენი გათამაშება ყოველთვის მომხმარებლის დიდი ინტერესით გამოირჩეოდა.  პსპ-ს ყველა მომხმარებელი გამარჯვებულია, რადგანაც ხარისხიან მედიკამენტებთან ერთად ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასს იღებს და ამით ფულსაც ზოგავს და დამატებით წამახალისებელ გათამაშებაშიც ერთვება. 2017 წელს პსპ-ს ბარათს 10 წელი უსრულდება და ამ საიუბილეო წელთან დაკავშირებით 2017 წელს საიუბილეო გათამაშება გვექნება. საიუბილეო იქნება ჩვენი პრიზებიც. ბილეთების გაცემა უახლოეს პერიოდში დაიწყება.“, - აცხადებენ პსპ-ში.

PSP 23 წლიანი წარმატების ისტორიის მქონე კომპანიაა. 2007 წლიდან პსპ-ს წამახალისებელი გათამაშება უკვე 19-ჯერ ჩატარდა. PSP-ს მომხმარებლებმა უკვე მოიგეს 46 ავტომობილი, 8 ბინა თბილისში, 8 ორიათასლარიანი ხელფასი მთელი წლის განმავლობაში. 140 ოჯახს კი PSP-გან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები