| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებსა და ჯორჯიან მანგანეზის შორის კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის შემდეგ, პროფკავშირების თავჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას სტუმრობდა და იქ დასაქმებულებს შეხვდა.
პეტრიაშვილმა კომპანიაში დასაქმებულთა სამუშაო პირობები მოინახულეს.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად გაფორმებული შეთანხმება რამდენიმე მნიშვნელოვან პირობას მოიცავს: ხელფასების ინდექსირების მექანიზმი, ქვეყანაში გაზრდილი ინფლაციის მაჩვენებლების შესაბამისად. ასევე გაზრდილი დასვენების (შვებულების) დღეები, სადღესასწაულო და უქმე დღეებში მუშაობისას განსხვავებული ანაზღაურების კოეფიციენტის დაწესება და ა.შ.
"მოლაპარაკების პროცესი არ იყო ადვილი, თუმცა შედეგი მიღწეული იქნა მხარეთა შორის პარტნირული დამოკიდებულებით და ყოველგვარი საპროტესტო აქციების ზეწოლის გარეშე", - აცხადებენ მხარეები, აღნიშნავენ, რომ შეთანხმება უპრეცენდენტოა საქართველოში მოქმედ საწარმოებს შორის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss