ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ქართული წარმოების უნაკერო მილები ევროკავშირის ბაზარზე გავიდა
10 თებერვალი, 2017, 12:46
ქართული წარმოების უნაკერო მილები ევროკავშირის ბაზარზე გავიდა

თბილისი (GBC) - რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ, პირველად თავისი  არსებობის ისტორიაში, ევროკავშირის ბაზარზე უნაკერო მილები, საკუთარი ბრენდით გაიტანა.  

ქვეყნები, სადაც უნაკერო მილები ექსპორტზე გავა, არის იტალია, გერმანია, პოლონეთი, ბულგარეთი და უნგრეთი.

პირველი შეკვეთის მოცულობა 2000 ტონას შეადგენს.

ამ ეტაპზე უნაკერო მილების ექსპორტი ხორციელდება აზერბაიჯანის, ყაზახეთის და უკვე ევროკავშირის ბაზრებზე.

2017 წელს დაგეგმილია 25 000 ტონის რეალიზება და ასევე საკუთარი ბრენდით, უნაკერო მილების ექსპორტი ამერიკისა და რუსეთის ბაზრებზე.

აღნიშნული მილები გამოიყენება მაგისტრალური მილსადენების მშენებლობისთვის, თხევადი და აირადი ნივთიერებების  დიდ მანძილზე ტრანსპორტირებისთვის, ასევე გაზისა და ნავთობის ჭაბურღილების ექსპლოატაციის, მანქანათმშენებლობისა და ზოგადტექნიკური მიზნებისთვის.

უნაკერო მილები საექსპორტო პროდუქტია, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს.

ქარხნის ახალი მენეჯმენტი აცხადებს, რომ მათი მიზანია განავითარონ საქმიანობა რეგიონალურ და ახალ, გლობალურ ბაზრებზე. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები