ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სტარტაპ საქართველო დღეს ღია კარის დღეს  აწყობს
10 თებერვალი, 2017, 12:03
სტარტაპ საქართველო დღეს ღია კარის დღეს  აწყობს

თბილისი (GBC) -  საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს“  პროგრამის ინოვაციურ კომპონენტის აპლიკანტებისთვის ღია კარის დღეს აწყობს.

მათ, ვისაც აქვს ინოვაციური ბიზნეს იდეა და სურს მისი განხორციელება „სტარტაპ საქართველოსთან“ ერთად, 10 თებერვალს, პარასკევს, 18 საათზე, ტექნოლოგიურ პარკში პროგრამის კოორდინატორები გააცნობენ კონკურსში მონაწილეობის წესებსა და პირობებს და უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს.

ასევე,  კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სტარტაპერებისგან, რომლებმაც უკვე გაიმარჯვეს “სტარტაპ საქართველოს” კონკურსში.

თბილისის მერიამ გამოყო ავტობუსი, რომელიც უზრუნველყოფს ღია კარის დღეზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას ორივე მიმართულებით: თბილისი-ოქროყანა, ოქროყანა-თბილისი. ავტობუსი 16:30-დან განთავსდება 9 აპრილის პარკის მიმდებარედ, ფხოვის ქუჩის დასაწყისში.  ავტობუსი თბილისიდან გავა 17 საათზე.

„სტარტაპ საქართველო“  პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში  ბიზნეს პროექტებსა და აპლიკაციებს უწყვეტ რეჟიმში იღებს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია   ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი:   2 30 59 15

შეგახსენებთ, ინოვაციური კომპონენტის 9 გამარჯვებული საპარტნიორო ფონდმა დეკემბრის ბოლოს გამოავლინა, პირველ ტურში კი 36-მა აპლიკანტმა გაიმარჯვა.  საერთო ჯამში ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებში „სტარტაპ საქართველოს“  65 გამარჯვებული ჰყავს.

„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას" მთავრობის ინიციატივით საპარტნიორო ფონდი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. „სტარტაპ საქართველო" მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები