| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- საქართველოს ექს-პრემიერმა ნიკა გილაურმა საქართველოში გატარებულ რეფორმებს წიგნი მიუძღვნა - „პრაქტიკული ეკონომიკა: ეკონომიკური ტრანსფორმაცია და 2004-2012 წლის რეფორმები საქართველოში” აღწერს იმ გამოცდილებას, რამაც 2004 წლის შემდეგ ძირეულად გარდაქმნა ქართული სახელმწიფოს მართვის სტილი.
“რატომ დაიწერა ეს წიგნი? ამაზე ორი პასუხი მაქვს: პირველ რიგში, ინფორმაციის მოთხოვნა ქართულ გამოცდილებაზე ყოველთვის ძალიან დიდი იყო. უამრავი სახელმწიფოს ლიდერთან ურთიერთობისას, მუდმივად ჩნდებოდა კითხვა, სად შეიძლებოდა გაცნობოდნენ იმ უნიკალური რეფორმების გამოცდილებას, რომელმაც უამრავი ქვეყნის ლიდერი დაარწმუნა რომ შესაძლებელია ურთულესი ეკონომიკური პრობლემების წინაშე მდგომმა პატარა ქვეყანამ, ძალიან მოკლე პერიოდში მოახდინოს სრული ტრანსფორმაცია და გახდეს სწრაფად მზარდი და კორუფციისგან პრაქტიკულად თავისუფალი ეკონომიკა. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სურვილი დეტალურად აღმეწერა და შემეფასებინა ყველა ის რეფორმა და ნაბიჯი, რომელიც ხშირ შემთხვევაში შედეგებიდან გამომდინარე წარმატებული იყო, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში წარუმატებელიც“, - წერს ნიკა Facebook-ში თავის გვერდზე.
მთავრობის ყოფილი მეთაური მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობას ქართული რეფორმების გამოცდილება მიღწეული შედეგის გამო აინტერესებს. კერძოდ: საქართველოს ეკონომიკა ნომინალში 9 წლის განმავლობაში გაოთხმაგდა (2003 წლის მონაცემებით მშპ იყო 3,9 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო 2012 წლის ბოლოს კი 15,8 მილიარდი);
მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტნგში საქართველო 112-ე ადგილიდან მე-8 გადავიდა;
საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსში, ქვეყანა 127-ე პოზიციიდან 51-ზე გადავიდა;
საშუალო რეალური ეკონომიკური ზრდა 2004-2012 წლებში 6%-7% იყო.
„ზუსტად ამ მიღწეულმა შედეგებმა საბოლოო ჯამში უზრუნველყო ქვეყნის უკიდურესი სიღარიბიდან გამოსვლა და საშუალო ფენის შექმნა. რა თქმა უნდა, დღეს საქართველო კვლავ ღარიბი ქვეყანაა და მინიმუმ ასეთი რეფორმების 10 წლიანი მორიგი ფაზაა საჭირო, რათა ქვეყანამ შეძლოს თავი დააღწიოს სიღარიბეს“, - აღნიშნავს დღეს უკვე გუნდ Reformatics-ის დამფუძნებელი.
„პრაქტიკული ეკონომიკა“, გამოიცა აშშ-ში გამომცემლობა „პალგრეივ მაკმილანის“ მიერ. წიგნი მხოლოდ ინგლისურ ენაზეა, მაგრამ უახლოეს პერიოდში მისი ქართულ ენაზე თარგმანსაც იგეგემბა.
წიგნის ელექტრონული ვერსია უფასოდ არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის რეფორმატიკსის ვებ-გვერდზეhttp://reformatics.com/info/61 ხოლო ბეჭდური ვერსიის შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდებზე www.amazon.com და www.springer.com.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss