| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის შიდასახელმწიფოებრივი გზის (დაახლოებით 50 კმ) რეაბილიტაციას გეგმავს.
რეაბილიტაციისათვის საჭირო დეტალური პროექტი, სატენდერო დოკუმენტაცია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაცია, მიწის შესყიდვისა და განსახლების დეტალური გეგმა Kocks Consult Gmbh-ის მიერ მომზადდება.
კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მთავრობამ უკვე მოიწონა.
დაგეგმილია, რომ 50 კმ გზაზე მოხდება სახიდე გადასასვლელების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, გზისპირა კიუვეტების და სხვა წყალარინების საშუალებების მშენებლობა, საყრდენი კედლების, მდინარის მარეგულირებელი ნაგებობების, საგზაო ნიშნების და მონიშვნის მოწყობა, უსაფრთხოების დამცავი ზღუდარების მონტაჟი.
მთავრობის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ განკარგულების პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით თანხების გამოყოფას და არ არის დაკავშირებული სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებასთან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss