| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შედის.
ცვლილება მონაცემთა ბაზების განახლებას ითვალისწინებს, რომლის შემდეგ, საყოველთაო და კერძო პაკეტები გაიმიჯნება.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თავიდანვე - 2013 წლის 1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრნენ პირები, რომლებსაც იმ დროისათვის არ ქონდათ კერძო დაზღვევა, ხოლო ის პირები, რომლებიც 1 ივლისის მდგომარეობით სარგებლობდნენ კერძო დაზღვევით ვერ გახდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარები.
სამინისტროს ცნობით, ცვლილების შედეგი იქნება: 2013 წლის 1 ივლისიდან დღემდე, 120 ათასამდე (115 771 ) პირს, ვისაც არ ქონდა კერძო დაზღვევა და სარგებლობდა საყოველთაო ჯანდაცვის მხოლოდ მინიმალური პაკეტით - მიეცემა საშუალება გახდეს საბაზისო ( ანუ სრული ) პაკეტის მომხმარებელი.
მეორეს მხრივ, წარმოდგენილი ცვლილებით, ე.წ. „საბაზისო პაკეტით“ მოსარგებლეები, ნაცვლად 2013 წლის 1 ივლისისა, ხდებიან 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დაზღვევის არმქონე პირები. ანუ ვინც ორმაგი დაფინანსებით სარგებლობდა ( კერძო და საყოველთაო) გაიმიჯნება და დარჩება მხოლოდ კერძო დაზღვევის მფლობელი.
გარდა ამისა, ბენეფიციართათვის პირობების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, ამ დადგენილების ამოქმედებამდე ე.წ. „საბაზისო“ ან „მინიმალური“ პაკეტის ფარგლებში დამდგარი პროგრამული შემთხვევები, რომლებიც ამ პერიოდისთვის არ დასრულებულა, ანაზღაურდება იმავე პაკეტის შესაბამისად, რომლითაც დაიწყო მომსახურება, ხოლო გეგმიურ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდური რჩება ვადის ამოწურვამდე.
პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ამოქმედდება 2017 წლის 1 მარტიდან
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss