| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აზერბაიჯანული SOCAR -ის ობლიგაციებით ვაჭრობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
საინვესტიციო კომპანია PSG Capital-ის ცნობით, გარიგებების ჯამური ღირებულება იანვარში 16,5 მლნ დოლარი იყო.
„3 თვეში, რაც ობილიგაციები მიმოქცევაშია, ყოველი მეორე ობლიგაცია მეორად ბაზარზე გაიყიდა. ამრიგად, აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანიის ობლიგაციებით ვაჭრობამ მეორად ბაზარზე 50 მლნ დოლარს გადააჭარბა“, - აღნიშნავს PSG Capital-ი.
მათი ინფორმაციით, 72% ახალი კლიენტები არიან, 28% კი, უკვე ფლობს SOCAR -ის ობლიგაციებს.
აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე პირველი სარგებლის გადახდა 17 იანვარს მოხდა, ფასიანი ქაღალდების მფლობელებს 1.25 მლნ დოლარი გადაუხადეს.
გარდა აზერბაიჯანელებისა კომპანიაში გამოყოფენ ობლიგაციების მიმართ უცხოელი ინვესტორების დაინტერესებას, საქართველოდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან.
SOCAR -მა 100 მლნ დოლარის ობლიგაციები 2016 წლის ოქტომბერში განათავსა. 5 წლიანი ფასიანი ქაღალდების წლიური საპროცენტო განაკვეთი 5%-ია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss