ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბელარუსული კომპანია საქართველოში ლიფტების წარმოებას განიხილავს  
9 თებერვალი, 2017, 11:37
ბელარუსული კომპანია საქართველოში ლიფტების წარმოებას განიხილავს   

თბილისი (GBC) – ბელარუსულ კომპანია MOGILEV METALLURGICAL WORKS-ი საქართველოში ლიფტების წარმოებას განიხილავს.

ინიციატივა  ბელარუსის მხარემ საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს გააცნო. მხარეებმა ამ მიმართულებით სამომავლო პარტნიორული ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს.

საუბარია ბელარუსულ კომპანია MOGILEV METALLURGICAL WORKS-ის წარმოების ანალოგიის შექმნაზე საქართველოში.  აღნიშნული კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის სერტიფიცირებულ პროდუქტს და ორიენტირებულია ნანო ტექნოლოგიებზე.

ეს ერთ-ერთი თემა იყო საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტისა და  ბელარუსის დელეგაციის შეხვედრაზე.

ფონდს ბელარუსის ინდუსტრიის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ოგოროდნიკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი ევდოჩენკო და ბელარუსის ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი ესტუმრა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და კონკრეტული პროექტების შესახებ ისაუბრეს.

ბელარუსის დელეგაციის წევრებმა საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობით საქართველოში მაღალი ტექნელოგიების სფეროში ინვესტირების სურვილი გამოთქვეს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები