ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჯი-ემ-პი  გერმანიაში  მედიკამენტებისა წარმოებას განაგრძობს
9 თებერვალი, 2017, 11:14
ჯი-ემ-პი  გერმანიაში  მედიკამენტებისა წარმოებას განაგრძობს

თბილისი (GBC) – “ჯი-ემ-პი“ მედიკამენტების წარმოებას საქართველოს ფარგლებს გარეთ აგრძელებს. 

ამ მიზნით „ჯი-ემ-პიმ“ ახალი ხელშეკრულება გერმანულ კომპანია „ველტ ფარმასთან“ გააფორმა. „ომესამი“, იგივე თევზის ქონი თავისი ბრენდული დასახელებით, დამზადების სრულ ციკლს გერმანიაში გადის და საქართველოში საბოლოო პროდუქტის სახით ჩამოდის.

„გერმანულ კომპანია „ველტ ფარმასთან“ უკვე სამი წელია ვთანამშრომლობთ. ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ერთად უკვე არაერთი პროექტი განვახორციელეთ და რამდენიმე მედიკამენტს მათთან ერთობლივად ვაწარმოებთ - აცხადებენ „ჯი-ემ-პი-ში“.

წარმოების მოცულობით, „ველტ ფარმა“  ერთ-ერთი წამყვანი  კომპანიაა ევროკავშირის ბაზარზე. “ჯი-ემ-პი“ „ველტ ფარმასთან“ ერთად გერმანიაში ნიამარინს, შუგანორმსა და რეგენიუმის სუსპენზიას აწარმოებს.

"ჯი-ემ-პი" 100% ქართული ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც  დღეისათვის 200-ზე მეტ დასახელების  პროდუქტს აწარმოებს საქართველოსა და  მის  ფარგლებს გარეთ. აქედან 100-ზე მეტ დასახელების  მედიკამენტს  მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყანაში ყიდის და მისი ექსპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. საქართველოში "ჯი-ემ-პის" პროდუქტები პოპულარული  მისი ხარისხისა და  ფასის გამო  გახდა.

"ჯი-ემ-პი" პრეპარატებს საერთაშორისო GMP სტანდარტით აწარმოებს და წარმოების სრული ციკლი აქვს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები