| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სამტრედია-გრიგოლეთის 12 კმ-იანი გზის მშენებლობისთვის ფინანსური წინადადებები გაიხსნა.
ტექნიკური წინადადება სულ 14-მა კომპანიამ წარმოადგინა, საიდანაც 5 კომპანია შეირჩა და მათ მიერ შემოთავაზებული ფინანსური წინადადებების შეფასება მოხდება, საუკეთესო შეთავაზების მქონე კომპანია კი, მე-3 მონაკვეთის მშენებლობას დაიწყებს.
სამტრედია–გრიგოლეთის გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის (მე-3 მონაკვეთი) მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირი აფინანსებენ.
მშენებლობის პროექტი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს. აღნიშნული მონაკვეთი გურიის რეგიონში - ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის.
სამტრედია-გრიგოლეთის გზა (სულ 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება) ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდ. ოჩოფასთან იწყება და გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება.
ამ გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი 4 მონაკვეთად ხორციელდება. პირველ, მეორე და მეოთხე მონაკვეთზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss