| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – „სატრანსპორტო დერეფების კვლევის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი შუა აზიიდან ტვირთები მოიზიდოს.
ორგანიზაცია 2015 წელის იმ მაჩვენებლებს აანალიზებს, რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყნების საექსპორტო და საიმპორტო მონაცემებს ასახავს, აღნიშნავს, რომ შერჩეული ქვეყნები განლაგებულია საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის ტვირთზიდვის მიზიდულობის ზონაში.
„მაგალითისათვის ყაზახეთის ქვანახშირის ექსპორტი რუმინეთში შეადგენს 3%, რაც წელიწადში 1-1.2 მლნ ტონაა, ჰიპოტეტიურად ეს ტვირთი, ყველაზე უმოკლესი, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით უნდა გადაიზიდებოდეს, მაგრამ სადღეისოდ ეს ტვირთნაკადი ალტერნატიული დერეფნით გადაიზიდება, ფაქტიურად - დაკარგული ტვირთია“, - აღნიშნავს ორგანიზაცია.
მათი გათვლებით, ასეთი, პოტენციალურად დაკარგული ტვირთნაკადის ყოველწლიური მოცულობა, მხოლოდ მშრალი ტვირთებისათვის 6 -8 მლნ ტონას შეადგენს.
„ ეს ის მოცულობაა, რომლის მოზიდვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა, გარეგანი ფაქტორებით გამოწვეული, დაკარგული ტვირთების, ახლით ჩანაცვლება - დაკომპენსირება”, - აცხადებს ორგანიზაცია და მთავრობას ურჩევს განისაზღვროს ცენტალურ აზიაში კონკრეტული საწარმოები (მათი შესაძლებლობები) და მათთან წარიმართოს ტვირთების მოზიდვის (გადმორთვის) სამუშაოები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss