| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - იტალიელი მეწარმეებს ღვინის დაყენება ქართული, ტრადიციული მეთოდებით სურთ.
ქართული ღვინის დაყენების მეთოდებზე და სექტორში არსებულ პროექტებზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას და იტალიელი მეწარმეების ბრუნო როსინის და ფრანჩესკო სკარლსელის შეხვედრაზე ისაუბრეს
განიხილეს საქართველოში მეღვინეობის განვითარების საკითხები. ღვინის დარგის სპეციალისტებმა ინტერსი გამოხატეს ქართული ღვინის ტრადიციული მეთოდებით იტალიაში ღვინის დაყენებასთან დაკავშირებით.
„ვისაუბრეთ დასავლეთ საქართველოში იშვიათი ვაზის ჯიშის პოპულარიზაციის პროექტზე, რომლითა მიმართაც ასევე გამოხატეს ინტერესი და, შესაბამისად, მეღვინეობის მიმართულებით საკამოდ საინტერესო სამომავლო ურთიერთთანამშრომლობების შესაძლებლობებზე. იტალიელი მეწარმეები დაინტერესებული არიან ასევე საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტების და ინვესტიციების განხორციელების საკითხით“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss