| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ტყიბულის შახტაში, სადაც 1500 მეშახტეა დასაქმებული და ქვანახშირის მოპოვება, გადამუშავება მიმდინარეობს მუშაობა განახლდა.
"საქნახშირში“ საწარმოო პროცესი, გადაიარაღების გამო, ნაწილობრივ შეჩერებული იყო - კომპანიამ იანვარში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩაატარა.
მენეჯმენტის ცნობით, შეიცვალა 700 მეტრამდე სარკინიგზო მაგისტრალი, შეძენილია ახალი თანამედროვე ტექნიკა - გვირაბგამყვანი კომბაინი,ქანსატვირთი მანქანა, ფუჭი ქანის დამტვირთავი ჰიდრო ჩაქუჩით, 250 ერთეული ნახშირის გადამტანი თვითმცლელი ვაგონი, 3 ახალი ელმავალი, 5 ნახშირის გადამტანი ავტომანქანა და მეშახტეებისათვის ახალი სპეც. ტანსაცმელი.
გადაიარაღებაზე 3 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა.
დასაქმებულებს თანამედროვე ტექნიკის ათვისებაში უკრაინელი სპეციალისტები ეხმარებიან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss