ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
კატარული ASTAD საქართველოში საქმიანობით დაინტერესდა
7 თებერვალი, 2017, 17:12
კატარული ASTAD საქართველოში საქმიანობით დაინტერესდა

თბილისი (GBC) – კატარის ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო-საკონსულტაციო კომპანია „ასტადი" (ASTAD) საქართველოში საქმიანობით დაინტერესდა.

მათ საქმიანობაზე და საქართველოსთან შესაძლო თანამშრომლობის გზებზე, კომპანიის აღმასრულებელ დირექტორის, ალი ალ ხალიფასა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრაზე იმსჯელეს.

განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და ურბანული პროექტები და საინვესტიციო შესაძლებლობები.

სამინისტროს დელეგაცია კატარის სახელმწიფოს 5-7 თებერვალს სტუმრობდა და შეხვედრები გამართა.

შეხვედრა  გაიმართა კატარის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკის (Qatar Science &Technology Park) აღმასრულებელ დირექტორთან მაჰერ ჰაქიმთან (Maher Hakim) და კატარის განვითარების ფონდის (Qatar Development Fund) გენერალურ დირექტორთან ხალიფა ბინ ჯასიმ ალ კუვარისთან (Khalifa bin Jassim Al Kuwari).

კატარის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკში გამართული შეხვედრის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კატარის მხარეს დეტალურად გააცნო ქვეყანაში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო და განვითარების კუთხით დაგეგმილი პროექტები.

განხილულ იქნა საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებული პროექტები და ამ პროექტებში კატარის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკის ჩართულობის შესაძლებლობა.

შეხვედრებისას, კატარის მხარემ დაადასტურა მზადყოფნა განაგრძოს თანამშრომლობა საქართველოსთან როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებით.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები