| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – CosyCorner - ქართული კომპანიაა და ხელნაკეთი ავეჯის მწარმოებელია.
იდეას 2013 წელს, Youtube-ს ვიდეოდან გაჩნდა. პირველი ხელნაკეთი სავარძელი კომპანიის თანადამფუძნებელმა და იდეის ავტორმა სახლისთვის დაამზადა, რომელიც შემდგომ სოციალურ ქსელში კომერციულიზაციის მიზნით განათავსა და პირველი შეკვეთაც სწორედ აქედან გაჩნდა, - უყვება GBC-ს კომპანიის თანადამფუძნებელი ნიკა ნადირაძე.
მისივე ინფორმაციით, პირველი ინტერესის შემდეგ, მეგობრებთან ერთად CosyCorner -ი დააფუძნა, შემდეგ იყო საკუთარი კაფე, წარმატებას წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა, თუმცა შედეგი დადგა - ხელნაკეთი დაწნული ავეჯის შემკვეთთა რიცხვი გაიზარდა.
დღეს უკვე კომპანიას დამზადებული აქვს ავეჯი ისეთი სასტუმროებისთვის და რესტორნებისთვის, როგორიცაა "ტიფლის პალასი", "ჰილტონ ბათუმი", "მერიოტი", "რედისონი", "შუხმან ვაინსი", "ასტორია", "წისქვილი" და ა.შ.
რაც შეეხება მოსახლეობის ინტერესს, ნადირაძის განცხადებით, სასტუმროების შეკვეთები წინასწარ გაწერილია და მსხვილი შეკვეთებია, თუმცა მოსახლეობა ძირითადად სეზონური შეკვეთებით გამოირჩევა.
„ჩვენი კონკურენტი იმპორტირებული პროდუქციაა, თუმცა ვცდილობთ ნიშა დავიჭიროთ როგორც ფასით, ასევე მომსახურებით და ხარისხით. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა თითოეულ დამკვეთს კონკრეტული ზომების მიზედვით დავუმზადოთ ავეჯი, ასევე მასალა რისგანაც ვამზადებთ დაწნულ ავეჯს, გერმანიიდან შემოგვაქვს და ეს უკვე ხარისხზე აისახება“, - აცხადებს ნადირაძე.
სამომავლო გეგმებში ექსპორტიც შედის, იყო გარკვეული მოლაპარაკებებიც, თუმცა ჯერ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე არიან წარმოდგენილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss