| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "IDS ბორჯომი საქართველო" სს "ბორჯომში" წილის 100%-მდე შევსების სურვილს, კომპანიის განვითარებისთვის, ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების განზრახვით ხსნის.
"დღეის მდგომარეობით "IDS ბორჯომი საქართველოს", როგორც სააქციო საზოგადოების აქციათა98.4367% მესაკუთრეს, კანონი გვაძლევს შესაძლებლობას შევიძინოთ აქციების დარჩენილი პროცენტი და გავხდეთ სააქციო საზოგადოების 100% -იანი წილის მფლობელები, რაც მომავალში მოგვცემს საშუალებას უფრო თამამად განვახორციელოთ დაგეგმილი საკმაოდ ამბიციური პროექტები", - განუცხადეს GBC-ის კომპანიაში.
სამომავლო პროექტებს შორის N2 -ე ჩამოსხმელი ქარხნის სრული რენოვაცია დასახელდა, რაც ყვიბისში მდებარე ქარხნის შენობა- ნაგებობის ასევე, ტექნოლოგიური ხაზების განახლებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, ბორჯომის N1 ჩამომსხმელი ქარხნის სრული რენოვაცია 2014 წელს განხორციელდა. აშენდა და ექსპლუატაციაში გაეშვა ახალი ქარხანა, ახალი ჩამომსხმელი ხაზებით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss