| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გალარებით სავალუტო რისკის შემცირებაზე ეროვნული ბანკი დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. მიიჩნევს, რომ პროგრამა ზრდის ქვეყნის საგარეო შოკისადმი მდგრადობას
27 000 ბენეფიციარიდან მსურველს კონვერტაცია სუბსიდირებით (-20 პუნქტი) 25 მარტამდე შეუძლია. არჩევანის გასამარტივებლად სებ-მა გალარების კალკულატორი შექმნა.
სებ-ის ცნობით, გალარებისას არ იცვლება ფულადი ნაკადები, თუმცა იცვლება აქტივების სტრუქტურა - ბანკს ექნება ნაკლები დოლარის და მეტი ლარის სესხი (სავალუტო პოზიცია ეხსნება, რაც არასასურველია).
ამას ბანკი სებ-ისგან მოზიდული რესურსით დააბალანსებს.
ყველაზე მთავარია, ეს პროცესი განხორციელდება ისე, რომ ბაზარზე არ გაიზრდება აშშ დოლარზე მოთხოვნა. თუმცა, შემცირდება ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები. ეროვნული ბანკი აშშ დოლარს მიაწვდის ბანკებს ლარი/აშშ დოლარის ოფიციალურთან შედარებით 20 თეთრით დაბალი გაცვლითი კურსით, ხოლო ამ სხვაობას იმავე დღეს დაფარავს სახელმწიფო ბიუჯეტი.
უცხოური ვალუტის შესაძენად ბანკს უჩნდება დამატებითი მოთხოვნა ლარზე და იმისათვის, რომ აღნიშნულმა არ გამოიწვიოს საპროცენტო განაკვეთების არასასურველი მერყეობა, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს მიაწვდის ლარის შესაბამის რესურსს, რისთვისაც გირაოდ გამოიყენებს ბანკის მიერ შეძენილ აშშ დოლარს ან გალარებული სესხების პორტფელს. გირაოში სესხების ჩადების შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ სტანდარტული კატეგორიის სესხები. ამ გირაოს საშუალებით კომერციულ ბანკს პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში შეეძლება ეროვნული ბანკიდან კვირაში ორჯერ, ხოლო შემდეგი ორი წლის განმავლობაში თვეში ერთხელ, ერთი თვის ვადით ისესხოს ლარის რესურსი რეფინანსირების პოლიტიკის განაკვეთით.
ამასთან, სესხი გაიცემა გირაოს 80%-ის ოდენობით. გალარების მხარდამჭერი ინსტრუმენტით მიწოდებული სესხების მოცულობა შეზღუდული იქნება სუბსიდირებას დაქვემდებარებული გალარებული სესხების მთლიანი მოცულობით, ცალკეული ბანკის მიხედვით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss