| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ფიროსმანის „თამარ მეფე“ და „რუსთაველი“, რომლის რესტავრაცია თიბისიმ დააფინანსა, ბანკში, მირზაანის მუზეუმის კოლექციასთან ერთად გამოიფინა.
გამოფენას საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს, მოსწავლეებისათვის ეწყობა ტურები, მხატვრის შემოქმედების უკეთ გაცნობისთვის.
ფიროსმანის შემოქმედების შესახებ შეიქმნა ანიმაციაც.
1913-1914 წელს შესრულებული თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის პორტრეტები მირზაანის კოლექციაში 1989 წელს მოხვდა. ცნობილი ფილოლოგის იოსებ მეგრელიძისა და თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციიდან.
მირზაანის მუზეუმი ფიროსმანის გამორჩეულ მემკვიდრეობას ფლობს. ეს არის 1895-1918 წლებში განსხვავებულ ჟანრსა და თემაზე, ასევე მასალაზე (მუყაო, თუნუქი, მუშამბა) შესრულებული ნამუშევრები, მათ შორისაა „კალოობა“ „ნატურმორტი შაქრის თავით“, „მალაკნების ქეიფი“, „მწოლიარე ქართველი ქალი“ და „მუშა სოსო“, „ხილის დუქანი“, „დათვი თავისი ბელებით“, „სონა უკრავს გარმონს“, ,,წარაფი”, „ქალი სააღდგომო კვერცხებით“.
ფიროსმანის ნამუშევრებთან ერთად ექსპონირებულია პაბლო პიკასოს მიერ 1972 წელს შესრულებული ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტიც.
გამოფენა თიბისი გალერეაში 16 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტი თიბისი ბანკისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss