ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სომხეთიდან სიგარეტის კონტრაბანდის მორიგი ფაქტი გამოვლინდა
3 თებერვალი, 2017, 11:09
სომხეთიდან სიგარეტის კონტრაბანდის მორიგი ფაქტი გამოვლინდა

თბილისი (GBC) - სომხეთ-საქართველოს შორის თამბაქოს პროდუქციაზე ფასის მკვეთრმა სხვაობამ კონტრაბანდის შემთხვევები  გაზარდა.

მთავარობა  "შავი ბაზრის" გაჩენას არ ელის, ამცხადებს, რომ  საზღვრებზე კონტროლი გამკაცრებულია და მსგავსი ფაქტების  გამოვლენა ხდება. 

ფინანსთა სამინისტრომ კონტრაბანდის მორიგი ფაქტის გამოვლენაზე 3 თებერვალსაც განაცხადა. საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეა დაკავებული.  

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა, ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავებით, საბაჟო-გამშვები პუნქტის, „ნინოწმინდა“-ს გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, სხვადასხვა სახეობის დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

 
 
 
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები