| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - უნდა აიკრძალოს თუ არა უცხოელებზე სასოფლო მიწის გასხვისება? - კითხვაზე ეკონომიკის მინისტრს ცალსახა პასუხი არ აქვს, როგორც ჩანს, არც მთავრობას.
გიორგი გახარია ამბობს, რომ მიწა, როგორც ძირითადი აქტივი, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ეკონომიკურ აქტივობაში, თუმცა, განსხვავებულ მიდგომებში, სად არის ბიზნესიდან მოსული მთავრობის წევრების პოზიცია არ აკონკრეტებს.
"ჩვენი პოზიცია გახლავთ იმაში, რომ მიწა, როგორც ძირითადი აქტივი, უნდა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული ეკონომიკურ აქტივობაში. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ არსებობს სხვადასხვა მიდგომები: ცოტა მკაცრი, უფრო ლიბერალური, მემარცხენე, მემარჯვენე და ა.შ. ჩემი მიდგომაა, რომ მიწა, როგორც რესურსი, ეკონომიკურ აქტივობაში უნდა იყოს მაქსიმალურად და ეფექტურად გამოყენებული. მაშინაც, როცა შეზღუდვა მოქმედებდა, არსებობდა გარკვეული ინსტრუმენტები და მთავრობას ჰქონდა დისკრეცია, უცხოური მფლობელობისთვისაც ნებართვები მიეცა მაშინ, როცა ეკონომიკურად მიზანშეწონილობის არგუმენტს დაინახავდა. მე ვფიქრობ, რომ ასე გაგრძელდება", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss