| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბორჯღალოსნებს, უმცროს ბორჯღალოსნებს, 7-კაცასა და 7-ქალას რაგბის სამყაროში ყველაზე გამორჩეული, სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ბრენდი - „ქენთებრი“ (Canterbury) შემოსავს.
ახალი კვართების დიზაინი უკვე ცნობილია, ის ბორჯღალოსნებმა: მამუკა გორგოძემ და დავით კაჭარავამ წარმოადგინეს.
ბორჯღალოსნების ახალი კვართი „ქენთებრის“ უახლესი ტექნოლოგიითაა დამზადებული. კვართზე გამოსახულია ქართული რაგბის სიმბოლო - ბორჯღალი, მწარმოებლისა და საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორის, თიბისი ბანკის ლოგოები. კვართის ზურგზე ტრადიციულად გამოსახულია ვაზი.
„ჩვენი ბრენდი ძველთაგანვე ოვალურ ბურთთანაა ასოცირებული. ამდენად, ჩვენთვის დიდი პატივია, რაგბის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ძალასთან დამეგობრება. იმედია, უკეთესი აღჭურვილობა ქართული რაგბის წინსვლას შეუწყობს ხელს, “ - განაცხადა „ქენთებრის“ სტრატეგიული პარტნიორების მენეჯერმა, დომინიკ მაქართიმ.
რაგბის სამყაროში, კონკრეტული გუნდის იდენტიფიცირებისას, კვართის ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ საქართველოს რაგბის კავშირმა და „ქენთებრიმ“ იმუშავეს იმაზე, რომ შექმნილიყო სხვა ქვეყნებისგან საქართველოს განმასხვავებელი ისეთი ფერი, რომელიც ამავე დროს იქნებოდა ქვეყნის ტრადიციებთან ახლოს. შედეგად შეიქმნა სრულიად განსხვავებული და ახალი - “ღვინის ფერი”.
“საქართველოს რაგბის კავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული რაგბის იდენტობის განმსაზღვრელ კომპონენტებს. ასეთ ელემენტებად უკვე დამკვიდრდა ბორჯღალი და ვაზის ლერწი. რაც შეეხება ფერებს, ჩვენი ნაკრები აქამდე ასპარეზობდა შინდისფერი, წითელი, შავი და თეთრი კვართებით. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ფერი ორგანულად იქნება აღქმული ქომაგების მიერ და მომავალში ღვინისფერი ასოცირებული გახდება ახალ წარმატებებთან“, - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ.
აღსანიშნავია, რომ მეორე, ალტერნატიულ ფორმად ბრუნდება თეთრი კვართი. ახალი ფორმით ბორჯღალოსნები პირველად 2017 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ სტარტზე, 11 თებერვალს, ბელგიაში ითამაშებენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss