ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
პროკრედიტ ბანკმა ბაზარზე უკონტაქტო ბარათები და Pay Sticker-ი გამოიტანა
2 თებერვალი, 2017, 12:21
პროკრედიტ ბანკმა ბაზარზე უკონტაქტო ბარათები და Pay Sticker-ი გამოიტანა

თბილისი (GBC) - სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში სწრაფი და მარტივი გადახდებისთვის პროკრედიტ ბანკი მომხმარებელს უკონტაქტო ბარათებსა და Pay Sticker-ს  სთავაზობს.

მენეჯმეტის ცნობით, ამიერიდან, ახალ ვიზა კლასიკ/ელექტრონ სადებეტო ბარათებს ექნებათ უკონტაქტოდ შესყიდვა/გადახდის ფუნქცია, რაც საშუალებას მისცემს  მომხმარებელს,  ბარათით გადახდა 3-ჯერ უფრო სწრაფად განახორციელონ ვიდრე სხვა ნებისმიერი ტიპის ბარათით.

ბიზნეს კლიენტებისაც ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ უკონტაქტო ვიზა ბიზნეს ბარათით.

„დამატებითი კომპორტისათვის  პროკრედიტ ბანკი მომხმარებელს  ახლა უკვე სთავაზობს Pay Sticker-ს. სტანდარტული  პლასტიკური ბარათისგან განსხვავებით, Pay Sticker პატარა ზომის ბარათია, რომელსაც მომხმარებელი სასურველ ნივთს, ამაგრებს, მაგალითად მობილურ ტელეფონს და გადახდის დროს ამ ნივთს ადებს პოს ტერმინალს. Pay Sticker-ით სარგებლობისთვის მომხმარებელი უნდა ფლობდეს პროკრედიტ ბანკის პლასტიკურ ბარათს. უკონტაქტო ბარათებისა და Pay Sticker-ით 50 ლარამდე შესყიდვა პინ-კოდის შეყვანის გარეშე ხდება, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია მომხმარებლისათვის. თუ თქვენი შესყიდვის ღირებულება 50 ლარს აღემატება, დამატებით დაგჭირდებათ პინ კოდის მითითება ტერმინალზე“, - აღნიშნავენ ბანკში.

უკონტაქტო ბარათების ღირებულება ბარათების არსებული ღირებულების ანალოგიურია, Pay Sticker ფასი კი 20 ლარს შეადგენს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები