ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ხვალიდან MAN-ის ავტობუსები N37 მარშრუტზე გავა
1 თებერვალი, 2017, 13:05
ხვალიდან MAN-ის ავტობუსები N37 მარშრუტზე გავა

თბილისი (GBC) - ავტოპარკის განახლების მესამე ეტაპზე დედაქალაქს ათი ახალი ავტობუსი დაემატა. ხვალიდან N37 მარშრუტზე პატარა მოცულობის „ბოგდანის“ მარკის ავტობუსების ნაცვლად დიდი ლურჯი ავტობუსები იმოძრავებენ.

მარშრუტი - სადგურის მოედნიდან რუსთაველისა და ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით, კახეთის გზატკეცილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდეა.

 ამავე ხაზზე დაინიშნა სპეციალური ექსპრეს-მარშრუტი ღამის საათებში. 23:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში პირველ ეტაპზე 90 წუთიანი ინტერვალით თითო ლურჯი ავტობუსი იმუშავებს.

ავტობუსებში განთავსდა გადახდის თანამედროვე სისტემა. ახალი სალარო აპარატის საშუალებით მგზავრობის საფასურის გადახდა მეტრომანით, შეღავათიანი სატარიფო ბარათებითა და საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათის საშუალებითაა შესაძლებელი. უახლოეს პერიოდში საფასურის გადასახდელად მგზავრები სხვა ნებისმიერი ბანკის ბარათების გამოყენებასაც შეძლებენ.

მგზავრობის საფასურზე სტანდარტული ტარიფი მოქმედებს - 50 თეთრი და მერიის მიერ დაწესებული შეღავათები.

მერიის ცნობით, დაგეგმილია აეროპორტის ტერიტორიაზე სერვის-ცენტრის განთავსება, სადაც თბილისში ჩამოსული სტუმრები მარტივად შეძლებენ მუნიციპალური ტრანსპორტის ბარათის შეძენას.

N37 ხაზზე მოძრავი „ბოგდანის“ მარკის პატარა ავტობუსები ტექნიკური შემოწმებისა და რემონტის შემდეგ იმ მარშრუტებს დაემატება, სადაც ავტობუსების ნაკლებობაა, კერძოდ კი N19, N50, N72, N101 ხაზებზე.

შემდეგ ეტაპზე ახალი ავტობუსები N14 მარშრუტზე დაინიშნება, რომელიც დიდი დიღმიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით მოძრაობს.

დედაქალაქს 2017 წლის აპრილიდან 143 ახალი ავტობუსი მოემსახურება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები