ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Fitch-ი სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აფასებს
31 იანვარი, 2017, 20:27
Fitch-ი სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აფასებს

თბილისი (GBC) – Fitch Ratings-ი საქართველოში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, არსებული ვითარების გათვალისწინებით, დადებითად აფასებს, თუმცა ეკონომიკის ზრდაზე წნეხის ალბათობას ხედავს.

გავლენიანი სააგენტო აღნიშნავს, რომ სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა აჩვენებს მთავრობის მზადყოფნას მოახდინოს ლარის გაუფასურების რისკების შემცირება და  ეროვნული ვალუტის ნდობის გამყარება. 

Fitch – ი აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გასულ კვირას 25 საბაზისო პუქტით 6.75%-მდე გაზარდა და ინფლაციის ზრდის რისკზე მიანიშნა, რაც ლარის გაუფასურებით და აქციზის გაზრდით არის განპირობებული. მთავარი ბანკი 2017 წელს ინფლაციას 4%-ზე მაღლა ელის და  სწორედ ამის გათვალისწინებით, მომდევნო ორი კვარტლის განმავლობაში მთავარი განაკვეთის 7% გაზრდას გეგმავს.  

სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ლარის კურსზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თურქული ლირის გაუფასურებამ, რომელიც უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ სებ-ის მზადყოფნა გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა სუსტი მოთხოვნისა და ფასებზე ზრდის ფონზე (წლიურმა ინფლაციამ 2016 წლის დეკემბერში 1.8% შეადგინა), აჩვენებს, რომ ესაა ერთგვარი პრევენცია შესაძლო რისკებისგან, რომელიც შესაძლოა ვალუტის გაუფასურებამ გამოიწვიოს. ესენია მთავრობის ვალის სენსიტიურობა გაცვლით კურსთან მიმართებაში, დიდი მოცულობით საგარეო ვალი და მაღალი დოლარიზაციის მაჩვენებელი საბანკო სექტორში“, - აღნიშნავს სააგენტო და წერს, რომ სებ-მა  დოლარიზაციის შესამცირებლად ადგილობრივ ვალუტაში სესხების ნებაყოფლობითი კონვერტაციის სქემა შემოიღო.

Fitch-ის განცხადებით, გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მიმდინარე წლის ეკონომიკურ ზრდაზე. მათი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა  წელს 4.2% იქნება. ეს მაჩვენებლი კი ასახავს გაზრდილ მოთხოვნას რუსეთიდან და ინფრასტრუქტურული პროექტების როლს.

Fitch-ი  საქართველოს სუვერენულ რეიტინგს ბოლო, სექტემბრის მონაცემებით "BB-" დონით აფასებს, პროგნოზით "სტაბილური".

შემდგომ  მიმოხილვას სარეიტინგო სააგენტო 24 მარტს გამოაქვეყნებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები