ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქართული ჭაჭა ავსტრალიის ბაზარზე გავიდა - ზეარისი საექსპორტო გეოგრაფიას აფართოებს  
31 იანვარი, 2017, 13:46
ქართული ჭაჭა ავსტრალიის ბაზარზე გავიდა - ზეარისი საექსპორტო გეოგრაფიას აფართოებს  

თბილისი (GBC) –  კომპანია „ზეარის“, რომელიც VIP სეგმენტშია წარმოდგენილი, ავსტრალიის ბაზარზე გავიდა.

კომპანიამ  ჭაჭას საცდელი პარტია პლანეტის ყველაზე პატარა კონტინენტზე ორი კვირის წინ გაიტანა და მასიური ექსპორტის დაწყებამდე მომხმარებელთა მოთხოვნის შესწავლას ახორციელებს. 

კომპანიის დირექტორი რამაზ კრიჭინაშვილი GBC-სთან აცხადებს, რომ  ზეარის ჭაჭა წარმატებით იყიდება ყაზახეთში, აზერბაიჯანში და ასევე მცირე მოცულობით ესტონეთშიც.

მოლპარაკებები ასევე მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ყოფილი დსთ-ის ქვეყნებთან. 10 დღეში კი რუსეთში ექსპორტის საკითხი უნდა გადაწყდეს, სადაც „ზეარის“ ჭაჭა უფრო მაღალ კლასში იქნება წარმოდგენილი.

კომპანიის გეგმა ბაზრების დივერსიფიცირება და როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე VIP სეგმენტში დარჩენაა. მათი წარმოებაც ჯერ მოკრძალებულია სულ 10,000 ბოთლი (0.75 ლ)

ზეარის ჭაჭა ადგილობრივ ბაზარზე $45-დან $400-მდე ღირს. ავსტრალიაში მისი ფასი $160-180 დოლარია. 

„ზეარის“ პროდუქცია ადვილად ამოსაცნობია, განსაკუთრებული ტარის გამო.

საქართველოში დამზადებული პროდუქტის ინოვაციურმა შეფუთვამ 2015 წლის ნოემბერში საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა, გერმანიაში გამართულ ინოვაციური სასმელების კონკურსზე, სადაც ჭაჭის მწარმოებელი კომპანია „ზეარის" სამ ფინალისტს შორის მოხვდა „საუკეთესო შეფუთვის" ნომინაციაში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები