ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კოოპერატივებს ყურძნის გადამამუშავებელი დანადგარები გადაეცემა
31 იანვარი, 2017, 12:30
კოოპერატივებს ყურძნის გადამამუშავებელი დანადგარები გადაეცემა

თბილისი (GBC) - მევენახეობის  კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით  ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება, რომელიც  კოოპერატივებისთვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარების გადაეცემას

პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ სარგებელი  ყურძნის რეალიზაციის გარდა,  უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ.

პროგრამაში მონაწილეობისათვის რამდენიმე პირობაა დადგენილი:  კოოპერატივის წევრთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს, კოოპერატივს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში  უნდა გააჩნდეთ  არანაკლებ 20 ჰა ფართობი ვენახი, რომელშიც გაშენებული უნდა იყოს  ვაზის შემდეგი ჯიშები: რქაწითელი, საფერავი, კახური მწვანე, ხიხვი, ქისი, გორული მწვანე, ჩინური, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური, უსახელოური, მუჯურეთული, წულუკიძის თეთრა (რაჭული).

პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების  დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს  100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა, ხოლო კოოპერატივმა - საწარმოს შენობა-ნაგებობის მოწყობა  უნდა უზრუნველყოს.

სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ტექნიკურ დახმარებასაც, რომლის  ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ჩაუტარდებათ სწავლება. 

პროგრამაში რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ,  ვებ-გვერდის www.acda.gov.ge  საშუალებით.   ის საპილოტეა და მის ფარგლებში  არანაკლებ 3 ერთეული საწარმოსთვის საჭირო აღჭურვილობა გაიცემა.  პროგრამის  ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები