| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას 774 ოჯახის განსახლება მოყვება.
განსახლების არეალში მოხვედრილ მოსახლეობას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
დეპარტამენტის ცნობით, განსახლებას, საერთო ჯამში 774 ოჯახი ექვემდებარება, აქედან 218 ოჯახთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.
ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი, 14 კილომეტრიანი 2 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 19 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, 5 გვირაბისა და 57 წყალგამტარი მილის მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტს, რომელის სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია, ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებენ.
უწყებაში განმარტავენ, რომ არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც პრობლემას უქმნის საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტს, რომლელსაც ვიწრო ქუჩებში უწევს მოძრაობა. პრობლემის გადასაჭრელად უკვე აშენდა ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკვეთი და მიმდინარეობს მეორე მონაკვეთის მშენებლობა.
აღნიშნულ მონაკვეთებს დაემატება ბათუმის შემოვლითი გზა, რაც სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, გაიზრდება სატრანზიტო ტვირთბრუნვა.
ბათუმის ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss