ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ვალიშვილი: თუ ჩვენთვის მისაღები ფასის მიღწევა მოხდება, ბუნებრივია, განვიხილავთ ირანიდან გაზის იმპორტს
31 იანვარი, 2017, 11:18
ვალიშვილი: თუ ჩვენთვის მისაღები ფასის მიღწევა მოხდება, ბუნებრივია, განვიხილავთ ირანიდან გაზის იმპორტს

თბილისი (GBC)-  საქართველოს, დერეფანში, ირანული და თურქმენული გაზის მოზიდვა სურს- სამომავლო პერსპექტივაზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე საუბრობს.   

მარიკა ვალიშვილი ამბობს, რომ რეგიონის ქვეყნებიდან რესურსების დერეფანში მოსახვედრად დიდი სამუშაოების ჩატარება იქნება საჭირო, რაც პირველ რიგში მოიცავს ინფრასტრუქტურას, შემდეგ კი გადაწყვეტილებებს გეოპოლიტიკურ, პოლიტიკურ, ეკონომიკური ჭრილში.

„იმისთვის, რომ თურქმენეთმა ჩვენს დერეფანში თავისი წყაროების ექსპორტის დივერსიფიცირების ინტერესი დაინახოს, მნიშვნელოვანია ჩვენი დერეფნის, ამ შემთხვევაში გაზის სამხრეთ დერეფნის გამართული მუშაობა. იცით, რომ „შაჰდენიზის“ მეორე ფაზა ერთერთი ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტია, რომელიც მსოფლიოში როდესმე განხორციელებულა და მისი წარმატებით დასრულება, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანთან და თურქეთთან, არის წინაპირობა იმისა, რომ გაღრმავდეს საუბარი იგივე ირანთან და თურქმენეთთან. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თურქმენეთს აქვს ინტერესი და იყო ევროკავშირთან ერთად რამდენიმე შეხვედრა, როდესაც სამხრეთ დერეფნის შეთავაზება მოხდა. ანუ აღმოსავლეთ-დასავლეთ მარშრუტის შეთავაზება მოხდა თურქმენეთისთვის, რომ მათ განეხილათ ეს ოფციაც“, - აღნიშნავს ვალიშვილი businesstime-თან ინტერვიუში. 

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ირანთან გარკვეული მოლაპარაკებები ჰქონდა თავად საქართველოსაც.

„ირანი მზად არის, განახორციელოს გაზის ექსპორტი საქართველოში. შესაბამისად, კომერციულ სუბიექტებს შორის გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოც შედგა, მაგრამ ბუნებრივია, ამას ფიზიკურად სჭირდება გარკვეული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა. ძალიან დიდი თანხები იხარჯება როგორც ჩვენს შიდა ინფრასტრუქტურაში, ასევე ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურაში წლების განმავლობაში. ერთი დიდი პროექტი უკვე 2019-2020 წლისთვის დასრულდება და ვიმედოვნებთ, რომ ეს კიდევ ერთი დიდი წინაპირობა იქნება, რომ დამატებითი რესურსების მობილიზება მოხდეს რეგიონში, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი დიდი, დამატებითი წყარო საქართველოსთვისაც უკვე ხელმისაწვდომი გახდება“, - აღნიშნავს ვალიშვილი.

ამბობს, რომ   მისაღები ფასის მიღწევა მოხდება, „ბუნებრივია, ჩვენც განვიხილავთ ირანიდან გაზის იმპორტს“.

ვრცლად იხილეთ: http://www.businesstime.ge/index.php?page=content&id=1292&MenuItemID=14

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები