ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რუსეთი საქართველოს ტრანზიტის საფასურს წინასწარ განსაზღვრულ მოცულობაზე გადაუხდის
31 იანვარი, 2017, 11:01
რუსეთი საქართველოს ტრანზიტის საფასურს წინასწარ განსაზღვრულ მოცულობაზე გადაუხდის

თბილისი (GBC) – „ახალი ხელშეკრულებით რუსეთი ვალდებულია, აანაზღაუროს ტრანზიტის საფასურ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ გაატარებს დაკონტრაქტებულ მოცულობას ჩვენს მილსადენში“, - გაზპრომ-ექსპორტთან გაფორმებული ხელშეკრულების კიდევ ერთი დეტალი გახდა ცნობილი.

businesstime-თან ინტერვიუში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ის მოცემულობა განმარტა, რის გამოც საქართველო რუსეთს სომხეთში გაზის ტრანზიტის მონეტიზაციას დათანხმდა.

მარიკა ვალიშვილი ამბობს, რომ იყო საფრთხე საქართველოს დაეკარგა სატრანზიტო გაზის მოცულობა, როგორც ეს მოხდა უკრაინის შემთხვევაში, კერძოდ, სომხეთის მოსამარაგებლად გაჩნდეს ალტერნატიული,  ირანული გაზი, და შესაბამისად, დაეკარგა ქვეყანას სარგებელი.

 „დღეს ნაწილობრივ რომ დავკარგოთ სატრანზიტო მოცულობები და მისი ალტერნატივა შეიქმნას ირანიდან, ამისი შესაძლებლობა, ბუნებრივია, არსებობს”, - ამბობს ვალიშვილი, აღნიშნავს, რომ თუ ამოცანად გაიხდის რუსეთი, რომ სომხეთის გაზმომარაგება ირანიდან განახორციელოს, ამის გაკეთება  მარტივად შეუძლია.

„ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის სატრანზიტო დერეფანი კომერციულად ყველაზე მისაღები, ანუ იაფი იყო რუსული გაზის ევროპის ბაზარზე მოსახვედრად, მაგრამ 5 წლის თავზე ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინას განახევრებული აქვს სატრანზიტო შემოსავლები. მათ ფაქტობრივად ყოველწლიურად 2 მილიარდი დაკარგეს იმიტომ, რომ ტრანზიტი ფიზიკურად შემცირდა. რუსეთმა, ამ შემთხვევაში, მიზნად დაისახა, რომ ალტერნატიული მარშრუტები მოეძია თავისი გაზისთვის და იცით, რომ ერთ მარშრუტს ბალტიის ზღვით, ჩრდილოეთ ნაკადის მეორე ფაზას, უკვე მწვანე აუნთო ევროპამ, კერძოდ, გერმანიამ ამ შემთხვევაში და მოხდება ამ მოცულობების 60 მილიარდამდე დატვირთვა. ასევე არის სამხრეთის მიმართულებით იგივე თურქეთის ნაკადი. ანუ ფაქტობრივად შეიქმნა ორი ალატერნატივა: ჩრდილოეთით და სამხრეთით. ეს იყო საკმაოდ ძვირი პროექტები, ვერ ვიტყვი, რომ იყო საუკეთესო კომერციული თვალსაზრისით, მაგრამ იცით, რომ რუსეთს  თავისი შეფასების კრიტერიუმები აქვს. მან ეს ამოცანა დაისახა 2010 წელს და 2015 წელს შეასრულა. ანუ, რუსეთმა 60 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოუძებნა ახალი დერეფანი და არა მგონია, 1-2 მილიარდს ვერ მოუძებნოს“, - განმარტავს მინისტრის მოადგილე.

აღნიშნავს, რომ ენერგეტიკულად საქართველო რუსეთზე დამოკიდებული არ არის- „საერთოდ რომ არ იყოს ტრანზიტი, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით არანაირ ზიანს არ მივიღებთ, მაგრამ დაგვაკლდება ფინანსური შემოსავალი. ანუ გვექნება ინფრასტრუქტურა - მილი, რომელიც ფაქტობრივად გამოუყენებელი დაგვრჩება“.

მისივე თქმით, საქართველომ ამ ეტაპზე რეპუტაციაზე იზრუნა, რომ  „ყველა შემდეგი მოლაპარაკებებისას თურქმენეთთან, თუ ირანთან, არ გვქონდეს ფორმატი, რომ მაგალითად ერთ-ერთ ალტერნატივად რუსეთთან განიხილებოდა, არ გაფორმებულიყო ხელშეკრულება, ანუ სამართლებრივი ჩარჩო არ ჰქონოდა ამ ურთიერთობას“.

კიდევ ერთი დეტალი, რაც ვალიშვილმა დააზუსტა არის ის, რომ რუსეთმა დადო პირობა, რომ  2017 წელს ტრანზიტი არ იქნება 2 მილიარდზე ნაკლები, ხოლო 2018 წელს - 2,2 მილიარდზე ნაკლები.

„გატარდება თუ არა ეს მოცულობები, ჩვენ შესაბამის ანაზღაურებას მაინც მივიღებთ. სატრანზიტო მოცულობების შენარჩუნება პრინციპულია, იმიტომ რომ, თუ მოცულობა არის ნაკლები, შესაბამისად, ფინანსური შემოსავალიც იქნება ნაკლები. პრინციპი, რომ სატარანზიტო მოცულობები არ დავკარგოთ, არის ყველაზე მთავარი ორიენტირი, რისკენაც ჩვენი სტრატეგია არის მიმართული და არა რუსული გაზის მიღება და დარეზერვება ჩვენს ბაზარზე”, - ამბობს ვალიშვილი.

 ვრცლად იხილეთ: http://www.businesstime.ge/index.php?page=content&id=1292&MenuItemID=14 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები