| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გალარების პროგრამაში გამოვლენილ ტექნიკურ ხარვეზებზე საუბრობს.
კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ეს ხარვეზები მოსალოდნელი იყო და აუცილებელია მათზე დროული რეაგირება და სწორედ, ამ თემაზე ორშაბათს, საბანკო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
ქვეყნის მთავარი ბანკირი აღნიშნავს, რომ ჯერ ადრეა საუბარი რა შედეგით დასრულდება პროგრამა და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსესხებლებს გალარებას შეხედონ იმ კუთხიდან, რომ ამ გზით ისინი სავალუტო რისკების მოშორებას შეძლებენ.
გვენეტაძე გამოკვეთილ ხარვეზებსაც ასახელებს - არის შემთხვევები, როდესაც კლიენტი კვალიფიცირდებოდა იმ კატეგორიაში, ვისაც შეეძლო პროგრამით სარგებლობა თუმცა უარი ეთქვა; ასევე იყო შემთხვევები, როდესაც სესხის ისტორიის მოუხედავად, გალარებისას მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო შეთავაზებული.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკი ორშაბათიდან, ვებგვერდზე კალკულატორს განათავსებს. ამ გზით მსესხებელი შეძლებს სიმულაციას სხვადასხვა შემთხვევების გათვალისწინებით, მეტი ინფორმაცია ექნება და უკეთ შეძლებს სავალუტო რისკების გათვლას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss