| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გაალაროს თუ დოლარში დატოვოს სესხი - ამ თავსატეხის მარტივად გადასაწყვეტად ეროვნული ბანკი ვებგვერდზე კალკულატორს განათავსებს.
მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ ამ გზით მსესხებელი შეძლებს სიმულაციას სხვადასხვა შემთხვევების გათვალისწინებით, მეტი ინფორმაცია ექნება და უკეთ შეძლებს სავალუტო რისკების გათვლას.
სიახლე ცნობილი გახდა ორშაბათს, ქვეყნის მთავარ ბანკირთან კომერციული სექტორის შეკრებისას, რომლის მთავარი მიზეზი გალარების პროგრამის ფარგლებში უკიდურესად დაბალი აქტოვობაა, რასაც ბანკირების ნაწილი ყინვით, ნაწილი კი, მსესხებლების ინერტულობით ხსნის.
ამ დროისათვის, ბენეფიციარი 27 000 მსესხებლიდან მხოლოდ 400-მდე სესხია გალარებული (5 მლნ ლარამდე) და ბანკირები მათ გააქტიურებას დაწესებული დროის მეორე ნახევარში ელიან.
"ვითიბი ბანკის" გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე აცხადებს, რომ პროცესს სიცივეები აფერხებს, მით უფრო, რომ იანვარი ისედაც პასიური თვეა.
"ლიბერთი ბანკის" დირექტორი არმენ მატევოსიანი კი, სეზონურ ფაქტორს გამორიცხავს, ამბობს, რომ პროგრამის შესახებ მეტი საინფორმაციო აქტივობაა საჭირო, რასაც აპირებენ კიდევ.
სებ-ის პრეზიდენტმა მსესხებლებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ დრო კიდევ არის, მათ შეუძლიათ სესხი ნებისმიერ ბანკში დააპორტირონ და იქ გაალარონ, ვინ უკეთეს პირობას შესთავაზებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss