| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია „ბილაინი“ „ბლექბერისთან“ პარტნიორობის შეთანხმებაზე აცხადებს.
კომპანიის ცნობით, ამ შეთანხმებით, ბილაინი შეძლებს კორპორაციულ კლიენტებისა და სახელმწიფო უწყებებისათვის „ბლექბერის“ სერვისების მიწოდებას.
„ბლექბერის“ სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია არა მხოლოდ ბლექბერის მობილური ტელეფონების საშუალებით, არამედ ანდროიდის სისტემის ნებისმიერი მოწყობილობით.
"დაშიფვრის უნიკალური ტექნოლოგიების გამო „ბლექბერი“ გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით,სწორედ ამიტომ მოხარული ვართ, რომ „ბლექბერისთან“ პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებით მოგვეცა შესაძლებლობა სახელმწიფო უწყებებს თუ კერძო კომპანიებს აღნიშნული მომსახურება შევთავაზოთ“, - აცხადებს "ბილაინის" გენერალური დირექტორი გიორგი ტყეშელაშვილი.
30 იანვრიდან ბილანის შეთავაზებული „ბლექბერის“ სერვისით პირველი სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ ისარგებლებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss