ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სტარტაპ საქართველოს ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტების მიღება გრძელდება
30 იანვარი, 2017, 13:39
სტარტაპ საქართველოს ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტების მიღება გრძელდება

თბილისი (GBC) - საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტების აპლიკაციების მიღებას აგრძელებს. 

განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge , დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15

შეგახსენებთ, ინოვაციური კომპონენტის 9 გამარჯვებული საპარტნიორო ფონდმა დეკემბრის ბოლოს გამოავლინა, პირველ ტურში კი 36-მა აპლიკანტმა გაიმარჯვა. საერთო ჯამში ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებში „სტარტაპ საქართველოს“ 65 გამარჯვებული ჰყავს.

ახალი წლიდან „სტარტაპ საქართველოს" პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა და მათი შესწავლა განხორციელდება მუდმივ რეჟიმში, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოება პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე მოხდება.

„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას" მთავრობის ინიციატივით საპარტნიორო ფონდი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. „სტარტაპ საქართველო" მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები