| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 4 წლიანი ლიდერობის შემდეგ, Toyota -მ ყველაზე მოთხოვნადი ავტომწარმოებლის სტატუსი დაკარგა.
Bloomberg-ის ცნობით, 2016 წელს იაპონურმა კომპანიამ 10.175 მლნ Toyota, Lexus, Daihatsu და Hino გაყიდა და ლიდერობაც დაკარგა. მის გაყიდვებში წლიური ზრდა მხოლოდ 0.2%-ია.
პირველ პოზიციაზე დაწინაურდა Volkswagen-ი, რომელმაც 2016 წელს გაყიდვების 3,8%-ით გაზრდა შეძლო და ავტობაზარზე 10,3 მლნ ავტომობილი გაყიდა.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ლიდერობის ცვლილება კონკურენტების სხვადასხვა შედეგით აიხსნება: Toyota -ს აშშ-ში გაყიდვები შეუმცირდა, მაშინ როდესაც Volkswagen-მა ჩინეთში შეძლო მაჩვენებლის გაუმჯობესება.
მომავალი კი, მეტ პრობლემებს Toyota-ს უქადის, რომლის დანაკარგი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, რაც დონალდ ტრამპის განზრახვას უკავშირდება, შეზღუდოს მექსიკაში აწყობილი ავტომობილების იმპორტი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss