| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის - „შუახევიჰესის" მშენებლობის შესახებ ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას" წარმომადგენლებთან გამართა.
მხარეებმა განიხილეს მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
„შუახევიჰესის" მშენებლობა, რომელსაც ინდური კომპანია Tata Power-ის, ნორვეგიული კომპანია Clean Energy-ის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის მიერ შექმნილი ერთობლივი საწარმო ახორციელებს, დასასრულს უახლოვდება.
ჰიდროელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრე 187 მგვტ-ია, ხოლო ინვესტიციის მოცულობა 416 მლნ. აშშ დოლარი.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს "კორომხეთი ჰესის" პროექტის განხორციელების გზებზე, რომელიც ამავე კასკადის შემადგენელი ნაწილია. კორომხეთი ჰესის დადგმული სიმძლავრით 150 მვტ-ია, წლიური საშუალო ელექტროგამომუშავება იქნება 930 გვტ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss