ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კლაუს ცაიტინგერი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანას ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ფორმალიზაციაში
ნინო შუბითიძე
27 იანვარი, 2017, 17:44
კლაუს ცაიტინგერი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანას ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ფორმალიზაციაში

თბილისი (GBC) – პროკრედიტ  ბანკს რომ საქართველოში  ხანგრძლივადიან პერსპექტივაზე აქვს გათვლა და ბაზარზე აქტიურად პოზიციონირებს, - პროკრედიტ ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კლაუს პიტერ ცაიტინგერმა განაცხადა.

ის გუნდთან ერთად ( ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილირ ალიუ და პროკრედიტ ბანკი საქართველოს მენეჯმენტი) გაუძღვა პრესკონფერენციას  და მენეჯმენტთან ერთად უპასუხა ჟურნალისტებისთვის საინტერესო ყველა კითხვას.

აღნიშნა, რომ პროკრედიტი  წმინდა საბანკო ინსტიტუტია და დეპოზიტარებისთვის საუკეთესო  ინოვაციების შეთავაზებაზე ზრუნავს, 2017 წელს ბაზარზე იაქტიურებს.

პროკრედიტ ბანკი არის საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრი, რომლის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი. პროკრედიტი დღეისათვის ქართულ საბანკო სექტორში ერთადერთი ევროპული ბანკია, განსხვავებული ხედვითა და ინოვაციური მიდგომებით.

პროკრედიტ ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაა. ბანკმა უარი თქვა მიკრო სეგმენტზე და მთელი რესურსი მცირე და საშუალო სექტორის მომსახურებაზე მიმართა.

ძირითადი მიმართულებაა ინტერნეტ ბანკინგის პოპულარიზაცია. დღეისათვის საბანკო ოპერაციების 99% დისტანციური არხებით სრულდება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანას ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ფორმალიზაციაში და ამას ვახორციელებთ საქართველოში ევროპული სტანდარტებისა და გამოცდილების დანერგვით“ - განაცხადა პროკრედიტ ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კლაუს პიტერ ცაიტინგერმა.

ბანკის სტრატეგია, იყოს ე.წ. house bank ბიზნეს კლიენტებისა და ფიზიკური პირებისთვის, კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ბანკმა ფიზიკური პირებისათვის დანერგა ახალი იპოთეკური სესხი ბაზარზე უკონკურენტო პირობებით.

„პროკრედიტ ბანკი აგრძელებს სტაბილურ განვითარებას საქართველოში. მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაში ბაზრის წილის 25% გვიკავია და გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები პორტფელის ზრდასთან დაკავშირებით. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლების როლი, რომელთა განვითარებშიც პროკრედიტ ჯგუფი მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს.“ -  კლაუს პიტერ ცაიტინგერი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები