ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით წინანდლის ფესტივალი ფუძნდება  
27 იანვარი, 2017, 17:14
სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით წინანდლის ფესტივალი ფუძნდება   

 

თბილისი (GBC) -2019 წლიდან წინანდლის ფესტივალი გაიმართება  - მაღალი ხარისხის კლასიკური მუსიკის მასშტაბური ფესტივალის დაარსების შესახებ, „სილქ როუდ ჯგუფსა“ და ტურიზმის ადმინისტრაციას შორის,  მემორანდუმი გაფორმდა.

დღესვე მხარეები პრემიერს შეხვდნენ და როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ფესტივალის ჩასატარებლად, წინანდალში, 900 სტუმარზე გათვლილი მუსიკალური დარბაზის, 60-ნომრიანი სასტუმროს, ღია ამფითეატრის, ბიბლიოთეკის, საკონფერენციო დარბაზებისა და მულტიფუნქციური სივრცეების აშენება იგეგმება.

პროექტი, წინანდალში, მუსიკალურ ფესტივალთან ერთად, საერთაშორისო მუსიკალური აკადემიის დაარსებასაც გულისხმობს, რომლის ფარგლებში 60-კაციანი ახალგაზრდული ორკესტრი ჩამოყალიბდება. ახალგაზრდებთან, რომლებიც, ამავდროულად, ფესტივალის საკონცერტო პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას, მსოფლიოს წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები და შემსრულებლები იმუშავებენ.

პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას „ვერბიეს“ მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი მარტინ ენგსტრომი და „ვერბიეს“ ფესტივალის თანადამფუძნებელი, ისრაელის სიმფონიური ორკესტრის გენერალური დირექტორი ავი შოშანი დაესწრნენ, რომლებიც „წინანდლის ფესტივალის“ იდეის თანაავტორებიც არიან.

მათი შეფასებით, პროექტს აქვს უდიდესი პოტენციალი, წინანდალი კლასიკური მუსიკის რეგიონულ ცენტრად აქციოს.

„წინანდლის კულტურული ცენტრის შექმნა ასევე მოიცავს ახალგაზრდული ორკესტრის ჩამოყალიბებას, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან და მისცემს შესაძლებლობას, ერთად დაუკრან. ეს იქნება მშვიდობის გზავნილი. მე, როგორც „ვერბიეს“ მუსიკალური ფესტივალის დირექტორს, რომლის დაარსების 24 წლისთავს წელს ვზეიმობთ, შემიძლია განვაცხადო, რომ მუსიკალურ ფესტივალში ინვესტირება ხელს უწყობს ფუნქციური ეკონომიკის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა „ვერბიეს“ მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელმა და დირექტორმა მარტინ ენგსტრომმა.

ფესტივალი ყოველწლიური იქნება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები