ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მატარებლის ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეგროვება დაიწყო
27 იანვარი, 2017, 14:55
მატარებლის ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეგროვება დაიწყო

თბილისი (GBC) – “საქართველოს რკინიგზის” მატარებლებში ბიბლიოთეკები მოეწყობა.

მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ მატარებლით სწრაფი და კომფორტული მგზავრობა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება, რადგან მგზავრებს ექნებათ საშუალება მათთვის საინტერესო წიგნები წაიკითხონ.

მატარებლის ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეგროვება  მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო; ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთი, ეს ის რკინიგზის  სადგურებია, სადაც მოხალისეებმა, ავტორებმა და გამომცემლობებმა   მატარებლის ბიბლიოთეკისთვის წიგნები მიიტანეს.

პროექტში აქტიურად ჩაერთო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც ბიბლიოთეკებს მოამარაგებს  და მგზავრებს შესთავაზებს სხვადასხვა სახის ლიტერატურას. შეიქმნება ელექტრონული ბაზა და საძიებო სისტემა, რომლის საშუალებით მგზავრი ადვილად აირჩევს სასურველ წიგნს მგზავრობისას.

 "ჩვენ გვსურს, მგზავრობა კიდევ უფრო საინტერესო და სასიამოვნო გავხადოთ, ასევე გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ წიგნების კითხვის პოპულარიზაციის საქმეში, ბიბლიოთეკები გათვლილი იქნება სხვადასხვა გემოვნების და ასაკის მკითხველზე,"- აცხადებს  სს „საქართველოს რკინიგზი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია და მგზავრებს არაერთ სიახლეს და სიურპრიზს პირდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები