ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სახელმწიფო შესყიდვებში დოკუმენტაციის ელექტრონულად შევსება ხდება შესაძლებელი
27 იანვარი, 2017, 14:50
სახელმწიფო შესყიდვებში დოკუმენტაციის ელექტრონულად შევსება ხდება შესაძლებელი

თბილისი (GBC) - სახელმწიფო შესყიდვებში სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად შევსება ხდება შესაძლებელი. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. 

ცვლილება  „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში“ შედის, რომლის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაცია სისტემაში განთავსდება ელექტრონულად. ამ მიზნით, შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა შეავსოს ელექტრონული კითხვარი, რომლიც გენერირებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

ასამოქმედებელი სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმა სატენდერო დოკუმენტაციებს ხდის სტანდარტიზებულს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აძლევს საშუალებას, ნებისმიერ ტენდერში, განურჩევლად შემსყიდველი ორგანიზაციისა და შესყიდვის ობიექტისა, ელექტრონულ ფორმაში ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას, მარტივად მოიძიონ მათთვის სასურველი/საჭირო ინფორმაცია ამა თუ იმ სატენდერო პირობის შესახებ.

ამავდროულად, სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმა შემსყიდველ ორგანიზაციას აძლევს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, კითხვარში დამატებით ატვირთოს დოკუმენტები (PDF და Excel ფორმატით).

 პირველ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაცია სისტემაში ელექტრონულად განთავსდება მხოლოდ SPA და NAT („აუქციონის გარეშე“) ტენდერების შემთხვევაში.

მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ასევე იქნა შეტანილი გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში, შეეხება შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ პრეტენდენტებისათვის ტენდერში რეკვიზიტების წარმოდგენის მოთხოვნას.

 ახალი წესით დადგინდა, რომ პრეტენდენტი ტენდერში აღარ წარადგენს რეკვიზიტების სახით ისეთ ინფორმაციას, რომელიც ისედაც ასახულია სისტემაში არსებულ მიმწოდებლის პროფილში.

 ბრძანება 2017 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება .

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები