| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – Brexit-ის საფრთხის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკამ, ბოლო კვარტალში, ზრდის მდგრადი დინამიკა შეინარჩუნა.
ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, იანვარ-დეკემბერში ეკონომიკის ზრდამ, წინა კვარტალთან შედარებით, 0,6%-ით შეადგინა, წლიურად ზრდა 2.2%-ია.
ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა ზრდის ამ მაჩვენებელს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის დემონსტრირება უწოდა.
აღსანიშნავია, რომ დეკემბერში სამომხმარებლო ფასები 1,6% გაიზარდა, საცალო გაყიდვები კი შემცირდა, რადგანაც ბრიტანელებმა ეკონომიის გაკეთება დაიწყეს.
euronews-ის ცნობით, მეოთხე კვარტალში ეკონომიკის ზრდა დიდწილად დამოკიდებულია მომსახურების სფეროში ზრდით, ამ სექტორზე ქვეყნის მშპ-ს 80% მოდის.
იმისთვის, რომ Brexit-ის შემდეგ, მომსახურების სექტორზე ეკონომიკის დამოკიდებულება შეამციროს, ქვეყნის მთავრობამ ორშაბათს, რეფორმების პროექტი - „ახალი სამრეწველო სტრატეგია“ წარადგინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss