ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სერვისზე მოთხოვნა იზრდება
27 იანვარი, 2017, 12:06
აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სერვისზე მოთხოვნა იზრდება

თბილისი (GBC) - აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2016 წლის ანგარიშს აქვეყნებს და აღნიშნულ სერვისზე მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს.

უწყება აღნიშნავს, რომ იმატებს მორიგებით დასრულებული საქმეების რაოდენობაც.

ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წელს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში  დავალიანების გადახდის შესახებ 19 238 აპლიკაცია შევიდა, საიდანაც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 1 043 აპლიკანტს ეთქვა უარი წარმოებაზე, ხოლო ქეის მენეჯერებს წარმოებაში გადაეცათ 17 865 საქმე, საიდანაც  11 458 დასრულდა, მათ შორის ნებაყოფლობით გადახდის ვადაში გადახდა განხორციელდა 165 საქმეზე, ხოლო მორიგებით დასრულდა 1 667.

აპლიკაციების შემოსვლის დინამიკა მზარდია და შესაბამისად, 2016 წელს შემოსულ აპლიკაციათა რაოდენობა გაცილებით მეტია წინა წლებთან შედარებით.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო 4 წლის განმავლობაში შემოსულ აპლიკაციათა მონაცემები შემდეგნაირია:

2013 წელი - შემოსულია 4 855 აპლიკაცია;

2014 წელი - 9 501 აპლიკაცია;

2015 წელი - 13 168;

2016 წელი - 17 865

„სერვისის მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებით და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეები. 2016 წლის განმავლობაში მორიგებით დასრულებული საქმეების რაოდენობა მეტია წინა წლების იგივე პერიოდთან შედარებით“, - აცხადებს ბიურო.

გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა.

აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაში, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია. დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, თითოეული საქმე გადაეცემა გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურის ქეის მენეჯერს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები