ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
Toshiba მიკროჩიპების ბიზნესის ნაწილობრივ გაყიდვას გეგმავს
27 იანვარი, 2017, 10:55
Toshiba მიკროჩიპების ბიზნესის ნაწილობრივ გაყიდვას გეგმავს

თბილისი (GBC) - კორპორაცია Toshiba-მ მიკროჩიპების წარმოების ცალკე კომპანიად გამოყოფა და მისთვის ინვესტიციის მოზიდვის გეგმა დაადასტურა.

Reuters-ის ცნობით, ამ გზით, იაპონურ კორპორაციას ზარალის თავიდან აცილება სურს იმ მილიარდობით ინვესტიციიდან, რომელიც მან აშშ-ს ატომურ ენერგეტიკაში ჩადო.

სააგენტოს წყაროს ცნობით, Toshiba -მ კუთვნილი, მსოფლიოში უმსხვილესი მიკროჩიპების წარმოება 1–1,5 ტრილიონ იენად ($9–13 მლრდ) შეაფასა.

Reuters წერს, რომ დაგეგმილია ბიზნესის 20% გაყიდვა, Bloomberg-ის მონაცემებით კი, 20 -დან 30% წილის დათმობა იგეგმება.

პოტენციურ ინვესტორთა შორის განიხილება Western Digital Corp და სახელმწიფოს მხარდაჭერილი იაპონიის განვითარების ბანკი.

Bloomberg კი, წერს, რომ ინვესტორთა შორის ასევე შეიძლება ვიხილოთ ტრანსნაციონალური, მანქანათმწარმოებელი კომპანია Canon, ამასთან, Bloomberg-ი მიიჩნევს, რომ   Western Digital Corp-ის ინვესტირთა შორის ყოფნას დაბალი ალბათობა აქვს.

სააგენტოს ცნობით, მიკროჩიპების წარმოებას Toshiba -სთვის ყოველწლიურად 845,6 მლრდ იენი ($7,4 მლრდ) მოაქვს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები