ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბათუმის ტრანსპორტში საფასურის გადახდა საქართველოს ბანკის ბარათით გახდა შესაძლებელი
26 იანვარი, 2017, 17:46
ბათუმის ტრანსპორტში საფასურის გადახდა საქართველოს ბანკის ბარათით გახდა შესაძლებელი

თბილისი (GBC) - ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში საბილეთო ელექტროსისტემა იცვლება.

ახალი სისტემით, მგზავრობის საფასურის გადახდა „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკური ბარათების ნაცვლად, ახლა სპეციალური სატრანსპორტო და „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათებით იქნება შესაძლებელი.

ყველა მუნიციპალური ავტობუსის ასასვლელში უკვე დამონტაჟებულია ბარათის ახალი ვალიდატორი. მგზავრობის საფასურის გადახდა წამკითხველთან ბარათის მიტანის გზით ხდება. დადებითი ბალანსის შემთხვევაში მწვანე ფონზე ხდება შეტყობინება გადახდილი ტარიფისა და დარჩენილი ბალანსის შესახებ, უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში ეკრანი წითლდება.

 ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის პაატა დუმბაძის განცხადებით,  არსებული სისტემისგან განსხვავებით, თანხის შეტანა ახალ ბარათზე ავტომატურად აისახება. 

გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ყველა უკონტაქტო ბარათით, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო ფუნქცია (mastercard, solo, visa electron, army და სხვა) ასევე metromoney-ს საშუალებით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები