| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – აფხაზეთის დე-ფაქტო ეროვნული ბანკი აშშ-ში 45-ე საერთაშორისო ნუმიზმატურ კონფერენცია-გამოფენაში მონაწილეობაზე აცხადებს.
მათი ცნობით, გამოფენა ნიუ-იორკში 11-14 იანვარს გაიმართა და მასში მონაწილეობა წამყვანმა სააუქციონო სახლებმა, საკრედიტო ორგანიზაციებმა, კერძო კოლექციონერებმა და გამომცემლებმა მიიღეს.
პრეს-რელიზშია აღნიშნულია, “აფხაზეთის ბანკის” მონაწილეობა უმსხვილეს საერთაშორისო ნუმიზმატურ გამოფენაში ერთ-ერთი ეტაპია საერთაშორისო ბაზარზე აფხაზური სამახსოვრო მონეტების პოზიციონიების პოლიტიკისა და ამ პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი კრაუზეს უძველეს ნუმიზმატურ კატალოგში აფხაზური მონეტების შეტანაა.
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ აფხაზეთი გამოფენაში დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით მონაწილეობდა. დელეგაციის წევრებმა კი, მონაწილეებს აფხაზეთის და მისი საბანკო სექტორის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დაახლოებით 30 აფხაზური მონეტა.
კონფერენციის საიტია: http://www.nyinc.info
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss